top of page
Search

საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა ცენტრის საწარმოო ნაკვეთი დაათვალიერა

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით, საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი იმერეთის რეგიონში იმყოფება და მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს ადგილზე ეცნობა.


ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტმა იმერეთის აგრო ზონის და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საწარმოო ნაკვეთები დაათვალიერა. შპს იმერეთის აგრო ზონის წარმომადგენლებმა კეტრინ კლოუცელს პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.


იმერეთის აგრო ზონის საწარმოო ნაკვეთი ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 220 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს. ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი ინვესტორები საშუალო და მაღალტექნოლოგიურ სათბურებს ააშენებენ, ხოლო გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას სრულად უზრუნველყოფს შპს იმერეთის აგრო ზონა. პროექტის განხორციელების პირველი ფაზის ფარგლებში, უკვე ამოქმედდა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და აერთიანებს სამშენებლო მასალების მიმწოდებელ ქართულ და უცხოურ კომპანიებს, მესათბურე ფერმერებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებს. ცენტრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მესათბურეობის მიმართულებით. ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 4.2 ჰექტარ ფართობზე განთავსდება და მოიცავს როგორც ცენტრის შენობას, ასევე სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურებსა და სარეკრეაციო ზონებს.


კეტრინ კლოუცელის შეფასებით, იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმერეთში მესათბურეობის აღორძინების და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.








5 views0 comments
bottom of page