top of page
Search

კეტრინ კლოუცელმა სოფელ პატრიკეთში ცენტრის წევრი ფერმერების სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა

საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა იმერეთის რეგიონის სოფელ პატრიკეთში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრი ფერმერების სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.


ექსპერტი ადგილზე გაეცნო პირველადი წარმოების პროცესს და ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მართვის მიმართულებით ინდივიდუალური რეკომენდაციები მიაწოდა.

ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭკუასელმა ფერმერებს მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ორგანიზაციის წევრობის ბენეფიტებზე ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრის ფარგლებში, კეტრინ კლოუცელმა სასათბურე მეურნეობებში გავრცელებულ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების და მცენარეთა დაავადებების პრევენციული ზომების შესახებ მოკლე ტრენინგი ჩაატარა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს სწავლობს. ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა დაეხმარება ცენტრის წევრ ფერმერებს წარმოების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.


1 view0 comments
bottom of page