top of page

ჩვენ შესახებ

რეგიონალური მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი, შპს "იმერეთის აგრო ზონამ" 2022 წლის მარტში, ოფიციალურად დააფუძნა. ცენტრი წარმოადგენს აგრო-ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და კულტივაციის შესახებ ცოდნის ტრანსფერის პლატფორმას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იმერეთის აგრო ზონამ მოიპოვა 4.2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმერეთის რეგიონში, ქალაქ ბაღდათში. 1.4 ჰა მიწის ნაკვეთზე HTDC მოაწყობს რეკრეაციულ ზონას. ცენტრი მოემსახურება იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის წევრებს, ფერმერებს მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც. გარდა სასწავლო პროგრამებისა, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი, ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება დაბალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობებისთვის, რათა განხორციელდეს მათი დაბალი/საშუალო და საშუალო ტექნოლოგიების სასათბურე მეურნეობებად ჩამოყალიბებისთვის. 

ჩვენი მიზნები

4.png

ფერმერთა ცოდნის და უნარების გაუმჯობესება

2.png

წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და საწარმოო საშუალებების ეფექტურობის ზრდა

5.png

წვდომის გაზრდა სხვადასხვა აგრომასალების მომწოდებლებზე

6.png

წვდომის გაზრდა კერძო ან/და იმერეთის აგრო ზონის ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურებაზე

7.png

წვდომის გაზრდა სამართლებრივ და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებებზე

ki1.png

სასათბურე ტექნოლოგიებისა და აგრო მასალების მომწოდებელი კომპანიების გაყიდვებისა და სადისტრიბუციო პერსონალის ტრენინგი

3.png

ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა სათბურის ტექნოლოგიების სხვადასხვა მომწოდებლებთან

8.png

სასათბურე ტექნოლოგიებისა და აგრო მასალების მომწოდებელი კომპანიების პროდუქციის დემონსტრაციის ხელშეწყობა

HTDC-ის განვითარების გეგმა

12345_edited.jpg
HTDC 3D Land Plot 20230111 1702_edited.j

შპს „იმერეთის აგრო ზონა“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, იმერეთის რეგიონში ახორციელებს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს. შპს „იმერეთის აგრო ზონის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო.“

პროექტის კონცეფციის თანახმად, არსებულ ნაკვეთებზე, 220 ჰა-ზე იმერეთის აგრო ზონა განავითარებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს კლასტერის წევრებისთვის „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით სერვისის მიწოდებას.  ამ მიზნით შექმნილ სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება საბაჟოს, საჯარო რეესტრის, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და სხვა სახელმწიფო სერვისების მიღება.  

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.Iaz.ge

Wyaltubo Land Plot Aerial.jpg
629f486acfbe6_edited.jpg

გაიგეთ მეტი ორგანიზაციის წყობის შესახებ

გახდი ჩვენი წევრი!

bottom of page