top of page
HTDC 3D Land Plot 20230111 1702.jpg

ორგანიზაციული სტრუქტურა

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი

იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის პროექტისთვის HTDC-ის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ა(ა)იპ) დაფუძნება და საერთაშორისო და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მოწვევა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად.

ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები

ა(ა)იპ "მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის" 100% დამფუძნებელი წევრია შპს "იმერეთის აგრო ზონა" (100% სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს, დაარსდა 2017 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ), რათა განავითაროს სასათბურე მეურნეობების კლასტერის პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის იმერეთის რეგიონში,

A კლასი

A კლასის წევრები - A კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც არის აგრო-პროდუქტების, სასათბურე ტექნოლოგიების ან/და ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებულ ნებისმიერი პროდუქტების/მომსახურების მომწოდებელი, სურს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში და იხდის A კლასის წევრობის საფასურს (HTDC-ის წესდების დებულებების შესაბამისად). პირს შეუძლია მიიღოს A კლასის წევრის სტატუსი აღმასრულებელი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

A კლასის წევრებს უფლება აქვთ:

 

  • მონაწილეობა მიიღონ საერთო კრებაში ხმის უფლებით

  • წარადგინონ აღმასრულებელი საბჭოს 2 წევრი ორგანიზაციის დაარსებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში

  • მიაწოდონ ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ B კლასის წევრებს

  • განიხილონ და გაანალიზონ B კლასის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია

  • განახორციელონ ახალი პროგრამების შეთავაზება ან/და გამოხმაურება არსებულის გასაუმჯობესებლად

  • შესთავაზონ აკადემიურ საბჭოს იდეები საჭირო ტრენინგების შესახებ

  • განახორციელონ შემოწირულობა (შპს IAZ-თან შესათანხმებელ შეფასების და სხვა დაკავშირებული პირობების შესაბამისად)

A კლასის წვდომა მოწოდებულ სერვისებზე ​

  • HTDC-ის Matchmaking პლატფორმაზე წვდომა

  • აგრო ტექნიკური კონსულტაცია

  • აგრო ტექნოლოგიური კონსულტაცია

  • ფინანსური კონსულტაცია

  • იურიდიული კონსულტაცია

  • აგრო მასალები და მარაგები

B კლასი

B კლასის წევრები - B კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში საწევრო გადასახადის გადახდის გარეშე. ასეთი პირი იღებს B კლასის წევრის სტატუსს აღმასრულებელი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. B კლასის წევრები განიხილებიან IAZ-ის GHCD-ის პროექტის მთავარ ბენეფიციარებად, ისინი ძირითადად ასოცირდებიან იმერეთის მესათბურე ფერმერთა თემებთან და არ მოეთხოვებათ HTDC საწევრო გადასახადის გადახდა.

B კლასის წევრებს უფლება აქვთ:

  • დაესწრონ საერთო კრებას და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში ხმის უფლების გარეშე;

  • შეატყობინონ საერთო კრებას B კლასის წევრების საჭიროებებზე/ან პრობლემებზე, რომლებიც ეძებენ გლეხებისთვის პრობლემების გადაწყვეტის გზებს

  • შეატყობინონ ფერმერთა თემებს საერთო კრების გადაწყვეტილებებისა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ

B კლასის წევრები HTDC-ის მიერ მოწოდებულ სერვისებზე წვდომა

  • წვდომა აგრო ტექნიკურ კონსულტაციაზე

  • წვდომა აგრო ტექნოლოგიურ კონსულტანტებზე

  • ფინანსური კონსულტაციის ხელმისაწვდომობა

  • იურიდიულ კონსულტაციაზე წვდომა

  • წვდომა აგრო მასალებსა და მარაგებზე

  • წვდომა DA პროგრამებზე და IFI ტექნიკურ დახმარებაზე

  • ცოდნის ხელმისაწვდომობა, ტრენინგები

  • IAZ-ის HTDC-ის Matchmaking პლატფორმაზე წვდომა

C კლასი

C კლასის წევრები - C კლასის წევრები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტები, პროფესიული მომზადების ცენტრები და აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენლები. C კლასის წევრებმა უნდა გადაიხადონ საწევრო გადასახადი (HTDCის წესდების დებულებების შესაბამისად).

C კლასის წევრებს უფლება აქვთ:

  • დაესწრონ საერთო კრებას და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში ხმის უფლების გარეშე

  • საერთო კრებაზე წარადგინონ აკადემიური საბჭოს 2 წევრი

  • აქვთ ხმის მიცემის უფლება საერთო კრებაზე მხოლოდ აკადემიური საბჭოს წევრების დანიშვნას დროს

C კლასის წევრები HTDC-ის მიერ მოწოდებულ სერვისებზე წვდომა:

  • უზრუნველყოფააგრო ტექნიკური საგანმანათლებლო პროგრამების

  • უზრუნველყოფააგრო ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების

  • საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფაფინანსური, ბუღალტრული, აგრო პროექტების მართვის

  • ტექნიკურ-დახმარებაზეხელმისაწვდომობა DA პროგრამებზე და IFI

  • IAZ -ის HTDC-ის Matchmaking პლატფორმაზე წვდომა

bottom of page