top of page
Wyaltubo Land Plot Aerial.jpg

დამფუძნებელი

იმერეთის აგრო ზონა

შპს „იმერეთის აგრო ზონა“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, იმერეთის რეგიონში ახორციელებს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს. შპს „იმერეთის აგრო ზონის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო.“

პროექტის კონცეფციის თანახმად, არსებულ ნაკვეთებზე, 220 ჰა-ზე იმერეთის აგრო ზონა განავითარებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს კლასტერის წევრებისთვის „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით სერვისის მიწოდებას.  ამ მიზნით შექმნილ სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება საბაჟოს, საჯარო რეესტრის, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და სხვა სახელმწიფო სერვისების მიღება.  


​იმერეთის აგრო ზონის ტერიტორია 220 ჰა დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - დაბალი, საშუალო და მაღალი ტექნოლოგიის სათბურებით და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტში საშუალო და მაღალი ტექნოლოგიის სათბურებით. ნაკვეთები ახლოსაა ცენტრალურ მაგისტრალთან, რკინიგზასთან, საერთაშორისო აეროპორტთან, საზღვაო პორტებთან და  გააჩნია საუკეთესო წვდომა რეგიონალურ ბაზრებთან.


იმერეთის აგრო ზონის საწარმოო ნაკვეთები უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო კომუნალური ინფრასტრუქტურით.  იმერეთის აგრო ზონა უზრუნველჰყოფს 40,000 მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგიის და 40 მლნ მ3 ბუნებრივი აირის მიწოდებას.  კომუნალური ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს სასმელი და სარწყავი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.Iaz.ge

Map of Georgia with Land plots and HTDC Locations.png
Production Sites GEO_page-0001.jpg
Wyaltubo Land Plot Aerial.jpg
Baghdati Land Plot Aerial.jpg

წყალტუბოს ტერიტორია (3D დიზაინი)

ბაღდათის ტერიტორია (3D დიზაინი)

bottom of page