top of page
Search

იაპონური რობოტი სათბურში წიწაკის მოსავალს მილიმეტრის სიზუსტით იღებს

იაპონური რობოტი სათბურში წიწაკის მოსავალს მილიმეტრის სიზუსტით იღებს.


იაპონურმა აგროტექნიკურმა სტარტაპმა „AGRIST“ ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი რობოტი „L“ წარადგინა. მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა ტიპის კამერების მეშვეობით განსაზღვრავს ნაყოფის სიმწიფეს მილიმეტრის სიზუსტით. ასევე რობოტი ახორციელებს სათბურის მონიტორინგს და მიღებული ინფორმაციით ფერმერებს მეურნეობის მართვას უმარტივებს.


შემქმნელების თქმით, მოწყობილობა სათბურში მოსავლის აღების პროცესს უფრო სწრაფს და ეფექტიანს გახდის, შეამცირებს ადამიანური რესურსის საჭიროებას და ოპერირების ხარჯებს.



წყარო: www.hortidaily.com/

1 view0 comments
bottom of page