top of page
Search

3 რჩევა მარწყვის ვერტიკალურ მეურნეობაში მოსაყვანად

სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვერტიკალური მეურნეობების მეშვეობით სურსათის პირველადი წარმოება.


ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა გულისხმობს წარმოებას რამდენიმე, ერთმანეთზე შვეულად განლაგებულ ზედაპირზე. დღეის მდგომარეობით ვერტიკალურ მეურნეობებში ყველაზე ხშირად მწვანილს აწარმოებენ. თუმცა, დარგის სპეციალისტები ცდილობენ შეისწავლონ და დანერგონ სხვა კულტურების მსგავსი პრაქტიკით მოყვანის ტექნოლოგიები.


ამ კულტურებს შორისაა მარწყვი. ჩატარებული კვლევების თანახმად, მარწყვის ვერტიკალურ მეურნეობაში მოყვანისას ფერმერმა სამი ძირითადი პარამეტრი უნდა გაითვალისწინოს:

  • თესლისა და სარგავი მასალის ხარისხი

  • ტენიანობა

  • მავნებლების კონტროლი

მეცნიერების მოსაზრებით, მარწყვის ხარისხიანი და უხვი მოსავლისთვის აუცილებელია ხარისხიანი სანერგე მასალა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მთელი წლის განმავლობაში. ისინი ასევე გვირჩევენ, რომ ნაყოფის მომწიფებისას შევინარჩუნოთ ტენიანობის დეფიციტი, რაც უზრუნველყოფს მოსავლიანობის ხანგრძლივ ციკლს. მესამე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩევა მოიაზრებს მავნებლების მკაცრ კონტროლსა და დაავადებების პრევენციას


ვერტიკალურ მეურნეობებთან თავსებადი კულტურების რიცხვის გასაზრდელად და მოსავლიანობის გასაუმჯობესებლად კვლევები გრძელდება. თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ შესაძლოა, სწორედ ვერტიკალური სისტემებმა თქვას გადამწყვეტი სიტყვა ურბანიზაციითა და ნიადაგის სწრაფი კარგვით გამოწვეული საკვების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტაში.



124 views0 comments
bottom of page