top of page
Covered Plants

B კლასის წევრები

B კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში საწევრო გადასახადის გადახდის გარეშე. ასეთი პირი იღებს B კლასის წევრის სტატუსს აღმასრულებელი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. B კლასის წევრები განიხილებიან IAZ-ის GHCD-ის პროექტის მთავარ ბენეფიციარებად, ისინი ძირითადად ასოცირდებიან იმერეთის მესათბურე ფერმერთა თემებთან და არ მოეთხოვებათ HTDC საწევრო გადასახადის გადახდა.

საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია.jpg

საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია

საიტი: https://ghpa.ge/

დაფუძნების ქვეყანა: საქართველო

მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია

ასოციაცია აერთიანებს მემწვანილეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის წარმომადგენელს. ორგანიზაციის სლოგანი - „ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე“ პირდაპირ კავშირშია მის მიზანთან, ხელი შეუწყოს ფერმერებს წარმოების ზრდასა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

ასოციაცია წევრებს სხვადასხვა სახის ბიზნეს მომსახურებას სთავაზობს და ეხმარება საერთაშორისო გამოფენებში, სემინარებში და ტრენინგებში მონაწილეობაში.

bottom of page