top of page
Covered Plants

B კლასის წევრები

B კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში საწევრო გადასახადის გადახდის გარეშე. ასეთი პირი იღებს B კლასის წევრის სტატუსს აღმასრულებელი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. B კლასის წევრები განიხილებიან IAZ-ის GHCD-ის პროექტის მთავარ ბენეფიციარებად, ისინი ძირითადად ასოცირდებიან იმერეთის მესათბურე ფერმერთა თემებთან და არ მოეთხოვებათ HTDC საწევრო გადასახადის გადახდა.

agro-logo.png

აგრო ექსპორტი

საიტი:https://agroexport.ge/

დაფუძნების ქვეყანა: საქართველო

Agro Export

“აგრო ექსპორტი” – ხორბლის ფქვილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს საქართველოში, თბილისში. კომპანია აწარმოებს პირველი ხარისხის ფქვილს, მეორე ხარისხის ფქვილსა და ქატოს. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე, როგორც მცირე, ასევე მსხვილ კომპანიებზე.

კომპანიაამ ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის იანვარში. ამ მოკლე პერიოდში საწარმომ მოიპოვა რეპუტაცია, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია და დაიკავა თავისი ნიშა ბაზარზე. ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისა და ამ ხარისხის სტაბილურად შენარჩუნების შედეგია.

bottom of page