top of page
Covered Plants

A კლასის წევრები

A კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც არის აგრო-პროდუქტების, სასათბურე ტექნოლოგიების ან/და ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებულ ნებისმიერი პროდუქტების/მომსახურების მომწოდებელი, სურს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში და იხდის A კლასის წევრობის საფასურს (4500 ლარი ან ეკვივალენტურუ შემოწირულობა). პირს შეუძლია მიიღოს A კლასის წევრის სტატუსი აღმასრულებელი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

LLC GH Agri

შპს GH Agri დაარსდა 2020 წლის აგვისტოში, გიორგი დადიანისა და მაიკლ ნორთის მიერ საპილოტე სათბურის პროექტის განსახორციელებლად (IAZ) იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერების წარმოების ადგილზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონში, საქართველო. პროექტის ინიციატორები სანერგე საწარმოსთვის განიხილავენ ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, სალათის ფოთლისა და ტკბილი კარტოფილის ნერგებს. როგორც მეორული, დამატებითი ღირებულების შემქმნელი, "GH Agri"-ი აპირებს ტიტების სეზონური გამომუშავების დაგეგმვას. 

სათბურის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების შესასრულებლად და სანერგე წარმოების მაღალი ხარისხის, პროდუქტიულობისა და მოსავლიანობის უზრუნველსაყოფად, "GH Agri"-იმ მოიწვია სათბურის წარმოების გლობალური საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებელი კომპანიები და ფინანსური ექსპერტები, რათა მხარი დაუჭირონ სანერგე პროექტის განვითარებას მათი ტექნიკური, ტექნოლოგიური, კომერციული ექსპერტიზის გაზიარებით. ფინანსური და იურიდიული ექსპერტიზა საწარმოებისა და ზოგადად წარმოების მენეჯმენტის შესახებ.


​"GH Agri"-ი გახდა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) A კლასის წევრი. HTDC-ის მეორე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართა 12 ივნისს, "GH Agri"-ს წარმომადგენელი ქალბატონი მარიამ ბურდილაძე აირჩიეს HTDC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

GH Agri.png

GH Agri LLC

საიტი: https://www.ghagri.net/

დაფუძნების ქვეყანა: საქართველო

bottom of page