top of page
Search

HTDC-ის მეორე საერთო კრება

ა(ა)იპ "მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის" მეორე საერთო კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩიეს.


საერთო კრება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მნიშვნელობას და მთავრობის სახელით პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.


დღის წესრიგის თანახმად, მონაწილეებმა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატების პრეზენტაციები მოისმინეს და მათ კენჭი უყარეს. მებაღეობის ცენტრის დამფუძნებელმა, შპს "იმერეთის აგრო ზონამ" წარადგინა სამი კანდიდატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი დევიდ ლი და შპს "იმერეთის აგრო ზონის" დირექტორი არჩილ ბუკია. ასევე მებაღეობის წევრებიდან, აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე წარდგა სამი კანდიდატი - LLC GeoHolding, GH Agri

კენჭისყრის შედეგად აღმასრულებელი საბჭოს წევრებად აირჩიეს:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი European Business Association Georgia დამფუძნებელი, დევიდ ლი შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორი, არჩილ ბუკია კომპანიის LLC GeoHolding დირექტორი, გიორგი დადიანი კომპანიის GH Agri მკვლევარი, მარიამ ბურდილაძე.


აღმასრულებელი საბჭოს წევრები იზრუნებენ პროექტის განვითარებაზე და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის ახალი წევრების მოზიდვაზე.


შეხვედრის დასასრულს მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის დირექტორმა, მარინე ეგუტიამ წევრებს არსებული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.


შეხვედრას მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის თანამშრომლები, ცენტრის წევრები და დამფუძნებელი კომპანიის - შპს "იმერეთის აგრო ზონის" თანამშრომლები ესწრებოდნენ.

2 views0 comments

Comments


bottom of page