top of page
Search

ჭარბი მორწყვის პრობლემები

სასათბურე მეურნეობებში კულტურების ჭარბი მორწყვა წყლის ნაკლებლობაზე არანაკლებ საზიანოა. მიუხედავად გამართული, თანამედროვე სარწყავი სისტემებისა მესათბურე ფერმერები ხშირად აწყდებიან გავრცელებულ პრობლემას, რომელიც ახალგაზრდა ფოთლების გაყვითლებით, დალაქიანებით იწყება და სწრაფად პროგრესირებს მათ სრულ გაუფერულებამდე. ამ დაავადებას ქლოროზი ეწოდება, რომელიც გამოწვეულია მცენარეში რკინის შემცველობის სწრაფი კლებით. სხვა მრავალ მიზეზთან ერთად: ნიადაგში რკინის დაბალი შემცველობა, ფესვის ლპობა, სასუქის ნაკლებლობა, ქლოროზის გამომწვევი მცენარის ჭარბი მორწყვა შეიძლება გახდეს, რაც პრობლემის მოგვარებისას პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჭარბი მორწყვისგან გამოწვეული პრობლემები და შევამციროთ ქლოროზის რისკი, აუცილებელია ავტომატური სარწყავი სისტემის მონიტორინგი და მორწყვის სიხშირის შემცირება განსაკუთრებით მაშინ, როცა სეზონის ცვლილებასთან ერთად, ტემპერატურა მკვეთრად იკლებს. ასევე, მცენარეებისთვის, რომლებიც მიდრეკილები არიან ქლოროზის განვითარებისკენ, საჭიროა სუბსტრატი უკეთესი დრენაჟით, რაც შეამცირებს ნიადაგის წყლით ხანგრძლივ გაჯერებას.



იხილეთ სრული სტატია: www.e-gro.org.

3 views0 comments

Comments


bottom of page