top of page
Search

შეხვედრა C კლასის წევრ მესათბურე ფერმერებთან

იმერეთის რეგიონში მესათბურე ფერმერების გამოწვევებისა და საჭიროებების გამოსავლენად მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი მასშტაბურ კვლევას ატარებს


კვლევის ფარგლებში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წარმომადგენლები ორგანიზაციის C კლასის წევრ მესათბურე ფერმერებს შეხვდნენ და მათი სასათბურე მეურნეობები დაათვალიერეს.


„იმერეთის რეგიონში მესათბურეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არის გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებზე წვდომასთან, რაც ხელს უშლის კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას. ჩვენი მიზანია, რომ გამოვავლინოთ ეს პრობლემები და დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩვენს წევრებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსები, რომლებიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სწავლებას. შედეგად, ფერმერები შეძლებენ მიიღონ ცოდნა, დანერგონ გამოცდილი პრაქტიკები და გაზარდონ შემოსავლიანობა“ - აღნიშნა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, დევიდ ლიმ.


დღეის მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში 20 000-ზე მეტი მცირე მესათბურე ფერმერია, რომელთა უმეტესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დაბალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობებში აწარმოებს.



0 views0 comments

Comentários


bottom of page