top of page
Search

ყვავილების დამტვერვის სიხშირის მონიტორინგის ინოვაციური მეთოდი

ხელოვნური ინტელექტი (AI) მესათბურეობაში ყვავილების დამტვერვის სიხშირის

მონიტორინგის ინოვაციური მეთოდია.


ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპით ვითარდება და ციფრულ სამყაროსთან ერთად, , სოფლის მეურნეობასაც იპყრობს.

აგრო-სასურსათო პროდუქციის პირველად წარმოებაში მოსავლიანობის მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მცენარის ყვავილის დამტვერვის სიხშირეა. ცნობილია, რომ ყვავილის ეფექტიანი დამტვერვისთვის ოპტიმალურია მწერის 16-20 ვიზიტი. დღემდე მწერების მიერ ყვავილების დამტვერვის სიხშირის მონიტორინგს ვიზუალური დაკვირვების მეთოდით ახორციელებდნენ, რაც საკმაოდ შრომატევადია და დიდ ადამინურ რესურს მოითხოვს.


პროცესის გასამარტივებლად, ახალი კვლევის ფარგლებში, ავსტრალიელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სასათურე მეურნეობაში დამამტვერიანებელი მწერების მონიტორინგის სისტემა დანერგეს. სასათბურე მეურნეობაში დამონტაჟებული ვიდეო კამერები ფირზე აღწერენ მწერების მოძრაობის ტრაექტორიას, რომლის საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, პროგრამა განსაზღვრავს თითოეული მწერის მდებარეობას და ყვავილების დამტვერვის ზუსტ სიხშირეს. შეგროვებული მონაცემები ფერმერს აძლევს შესაძლებლობას გააანალიზოს და შეაფასოს დამტვერვის ეფექტიანობა. ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მაღალი მოსავლიანობის უზრუნველსაყოფად, ხელოვნურად მართოს პროცესი.


წყარო: https://theconversation.com/ai-can-track-bees-on-camera-heres-how-that-will-help-farmers-199406


3 views0 comments

Comments


bottom of page