top of page
Search

ფოტოვოლტაჟური პანელი მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის და ოპერირების ხარჯებს ამცირებს

ახალი ფოტოვოლტაჟური პანელი მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის და სათბურის ოპერირების ხარჯებს ამცირებს.


როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია ეფექტიანად და შევამციროთ სასათბურე მეურნეობის ოპერირებისთვის საჭირო ელექტროენერგიის ხარჯი? ამ კითხვაზე პასუხს კომპანიის Mirai Solar ახალი მოწყობილობა - Mirai Screen იძლევა, რომელიც სასათბურე მეურნეობებისთვის განკუთვნილი ჩრდილოვანი ეკრანის ალტერანტივაა.


ფოტოელექტრონულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დასაკეცი ეკრანი სასათბურე მცენარეებისთვის საჭირო ჩრდილს აგენერირებს და ამასთანავე, მის ზედაპირზე დამონტაჟებული პანელების მეშვეობით, მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ახალი მოწყობილობის გამოცდა საუდის არაბეთის რამდენიმე დიდ სასათბურე მეურნეობაში მიმდინარეობს. როგორც საპილოტე კვლევის შედეგებმა აჩვენა, ეკრანს საშუალოტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობისთვის საჭირო ელექტროენერგიის 90%-ის დაგენერირება შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არაგანახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების საჭიროებას და ზოგავს სათბურის ოპერირების ხარჯებს.


ორიგინალური წყარო: www.hortidaily.com/

1 view0 comments

Comments


bottom of page