top of page
Search

საქართველოს საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია მებაღეობის ცენტრის წევრია!

საქართველოს საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასის წევრია!


ასოციაცია აერთიანებს მემწვანილეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის წარმომადგენელს. ორგანიზაციის სლოგანი - „ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე“ პირდაპირ კავშირშია მის მიზანთან, ხელი შეუწყოს ფერმერებს წარმოების ზრდასა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.


აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, ასოციაცია წევრებს სხვადასხვა სახის ბიზნეს მომსახურებას სთავაზობს და ეხმარება საერთაშორისო გამოფენებში, სემინარებში და ტრენინგებში მონაწილეობაში.


ასოციაციამ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში მწვანილის მწარმოებელთა პოტენციალის გაძლიერებას.


„მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის“ B კლასში გაერთიანება შეუძლიათ:

• ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკური პირს, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში

• IAZ-ის მოიჯარეებსა და ტენანტებს და 20,000-მდე იმერეთის რეგიონში მესათბურე ფერმერებს

• EPC და O&M კომპანიებს




6 views0 comments

Comments


bottom of page