top of page
Search

საინფორმაციო შეხვედრა მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის მესათბურე ფერმერებთან

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის ორგანიზებით, მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი ესწრებოდა.


შეხვედრაზე მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფერმერებს ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. აღინიშნა, ცენტრის მთავარი მიზანი მესათბურეობის მიმართულებით პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიწოდებით ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება და მხარდაჭერაა.


შეხვედრის ფარგლებში კეტრინ კლოუცელმა ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მართვის პრინციპების შესახებ მოკლე ტრენინგი ჩაუტარა.შეხვედრის დასრულების შემდგომ, ფერმერების ნაწილი მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასში გაერთიანდა.


საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და ადგილობრივი მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს წარმოების პროცესის გაუმარტივებს.





0 views0 comments

Comments


bottom of page