top of page
Search

რობოტი „Skout“ სათბურში მცენარეების დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას ახდენს

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, რობოტი „Skout“ სათბურში მცენარეების დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას ახდენს.


სათბურში მცენარეების დაავადებების გავრცელება ხშირი პრობლემაა, რომლის შედეგიც მოსავლიანობის მკვეთრი შემცირებაა. კომპანიის „Mythronics“ ახალი რობოტი დაეხმარება ფერმერებს სათბურის მონიტორინგსა და მცენარეების დაავადებების დროულ დიაგნოსტირებაში.


ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, სენსორების მეშვეობით, სათბურის სითბურ რუკას ქმნის და დაავადებების დიაგნოსტირებასთან ერთად, მცენარეების სიმწიფის ხარისხს განსაზღვრავს. შედეგად, ფერმერებს უმარტივდებათ წარმოების პროცესის მართვა.


კომპანია რობოტის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუშაობს და ახლო მომავალში მოსავლის აღების მოდულის შემუშავებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების პროგნოზებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანური რესურსის ნაკლები საჭიროება სასათბურე მეურნეობის ოპერირების ხარჯებს 20-25%-ით შეამცირებს.


ორიგინალური წყარო: www.hortidaily.com/

9 views0 comments

Comentários


bottom of page