top of page
Search

პომიდვრის ვირუსთან გასამკლავებლად სელექციონერებმა პომიდვრის ორი ორი ახალი ჯიში გამოიყვანეს

პომიდვრის ყავისფერი რუგოზის ხილის ვირუსთან (ToBRFV) გასამკლავებლად სელექციონერებმა პომიდვრის ორი ახალი ჯიში გამოიყვანეს.


მცენარეთა დაავადებების გამომწვევ ვირუსებთან ბრძოლა მუდმივი გამოწვევაა მესათბურე ფერმერებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოგენი, რომელიც მცენარეების კვდომას და მოსავლის სრულ განადგურებას იწვევს პომიდვრის ყავისფერი რუგოზის ხილის ვირუსია (ToBRFV), რომელიც ადვილად ვრცელდება და მისი ერადიკაცია სათბურიდან საკმაოდ რთულია. დაავადების წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის, კომპანიამ De Ruiter პომიდვრის ორი ახალი ჯიში გამოიყვანა: ფერეირაორი და ნოვერო (Ferreira, Novero ).


ფერეირა და ნოვერო დიდი ზომის პომიდვრების ჯიშების ჰიბრიდებს წარმოადგენენ და გამოირჩევიან ვირუსის მიმართ საშუალო რეზისტენტობით, აქვთ მაღალი მოსავლიანობა და მათი მოყვანა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ფერეირას საშუალო წონა 250-260 გრამია, ხოლო ნოვერო 240-250 გრამს იწონის.


სელექციონერების თქმით, ახალი ჯიშების გამოყვანა ეფექტიანი გზაა სასათბურე მეურნეობებში პათოგენებით გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას.



3 views0 comments

Comentários


bottom of page