top of page
Search

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრში B კლასის 10-მდე ახალი მესათბურე ფერმერი გაწევრიანდა.

ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს აღნიშნულ პირებთან, დაათვალიერეს მათი სასათბურე მეურნეობები და გააცნეს სამომავლო გეგმები.


”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობის განვითარება, რისი პოტენციალიც იმერეთის რეგიონს ნამდვილად აქვს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვენლოვანია ფერმერებისათვის თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა, რაც ამავდროულად გაზრდის პროდუქციის ხარისხს. ასევე, აუცილებელია ლოგისტიკური ჰაბის შექმნა და სადისტრიბუციო ქსელის გამართვა. აღსანიშნავია ფერმერების მხრიდან მაღალი ინტერესი და მათი მზაობა აქტიურად ჩაერთონ განვითარების პროცესებში.“- აღნიშნა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარინე ეგუტიამ იმერეთის რეგიონში მესათბურე ფერმერებთან ვიზიტის დროს.


დღეის მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში 20 000-ზე მეტი მცირე მესათბურე ფერმერია, რომელთა უმეტესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დაბალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობებში აწარმოებს.



0 views0 comments

Comments


bottom of page