top of page
Search

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საწარმოო ნაკვეთი დავით წითლიძემ დაათვალიერა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ ბაღდათში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საწარმოო ნაკვეთი დაათვალიერა


ცენტრის დამფუძნებელი კომპანიის „იმერეთის აგრო ზონა“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.


როგორც არჩილ ბუკიამ აღნიშნა, ორგანიზაციის A და C კლასის წევრი კომპანიები ერთობლივად მუშაობენ მესათბურეობის მიმართულებით სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე. პროცესში ჩართულები არიან მესათბურეობის დარგში მოქმედი როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. არჩილ ბუკიას თქმით, ცენტრის საწარმოო ნაკვეთზე იგეგმება ორგანიზაციის შენობის და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა იმერეთის 20 000-ზე მეტ მესათბურე ფერმერს გაუმარტივდეს წვდომა დარგში არსებულ თანამედროვე პრაქტიკებზე.


მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 4.2 ჰა ფართობი გამოყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, განთავსდება სადემონსტრაციო და სატრენინგო მაღალი, საშუალოტექნოლოგიური სათბურები, სადაც ფერმერები პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.


მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საწარმოო ნაკვეთზე გამართულ შეხვედრას ორგანიზაციის A და C კლასის წევრი კომპანიების და დაწესებულებების: Hollanddoor, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოლეჯი „იბერია“, Gh Agri, llc Geoholding წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




111 views0 comments

Kommentare


bottom of page