top of page
Search

მარწყვის მოსავლის ავტომატური აღება 2023 წელს იქნება შესაძლებელი

10 კგ მარწყვის მოსავლის აღება 1 საათში - მარწყვის მკრეფავი რობოტი „Berry“ გაყიდვაში 2023 წელს ჩაეშვება. რობოტი „Berry“ ამერიკული კომპანის „Organicfarms“ წარმატებული პროექტია, რომელიც 2022 წელს უკვე დაჯილდოვდა ტექნოლოგიების ფესტივალზე „Greentech“.

კომპანია მუდმივ რეჟიმში მუშაობს რობოტის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. დიზელის აგრეგატზე მომუშავე აპარატი აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერებით. დღეის მდგომარეობით, რობოტი დამოუკიდებლად ცვლის სასათბურე მეურნეობაში რიგებს და ტვირთის დაცლამდე 20 კგ-მდე მარწყვის შენახვა შეუძლია. კომპანიის მიზანია, რობოტის სიჩქარისა და ნავიგაციის უნარების მეტად განვითარება, რათა მარწყვის მოსავლის აღება ღეროებისა და ფოთლების დაზიანების გარეშე, უფრო სწრაფად მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „Organicfarms“ თანამშრომლობს მესათბურეობის დარგის გიგანტ ჰოლანდიურ კომპანიასთან „დელფი“. შეთანხმების ფარგლებში, ჰოლანდიური კომპანიის კვლევით ცენტრში რობოტის გამოცდა მარწყვის სხვადასხვა ჯიშებზე მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.


სტატიის წყარო: https://www.hortidaily.com/article/9487858/automated-strawberry-harvesting-to-come-in-2023/

18 views0 comments

Comments


bottom of page