top of page
Search

კომპანია იმერეთის აგროზონა ცენტრის დამფუძნებელი და A კლასის წევრია!

კომპანია იმერეთის აგროზონა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის დამფუძნებელი და A კლასის წევრია!


შპს „იმერეთის აგრო ზონა“ იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფუძნდა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰა ფართობზე სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება.


ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ ქალაქ ბაღდათში გამოყო 4.2 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც, წევრების ჩართულობით, სადემონსტრაციო-სატრენინგო სათბურები აშენდება. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს დასავლეთ საქართველოს ფერმერებს.


მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის A კლასში გაერთიანება შეუძლიათ:

• აგრო პროდუქციის მომწოდებელი კომპანიებს;

• აგრო, ფინანსურ და იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიებს;

• EPC და O&M კომპანიებს.



1 view0 comments

댓글


bottom of page