top of page
Search

კეტრინ კლოუცელი ცენტრის საპილოტე პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ მოწვეული აგრარული დარგის ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი ცენტრის საპილოტე პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო


საპილოტე პროექტი იმერეთში, კოპიტნარის დასახლებაში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასის წევრი ფერმერის სასათბურე მეურნეობაში განხორციელდება და ბულგარული წიწაკის წარმოებას ითვალისწინებს.


პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი აგრონომები და ცენტრის წევრი კომპანიები უზრუნველყოფენ ბენეფიციარი ფერმერების მომარაგებას ხარისხიანი სათესლე მასალით და გააკონტროლებენ სათბურში წარმოების პროცესს.


მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის წარმატებით განხორციელება შესაძლებლობას მისცემს ცენტრის წევრ ფერმერებს გაიღრმაონ ცოდნა ბულგარული წიწაკის მოყვანის ტექნოლოგიაზე, აწარმოონ პროდუქცია ხარისხიანი პროდუქცია და მოიძიონ სარეალიზაციო ბაზრები




0 views0 comments

Comments


bottom of page