top of page
Search

იმერეთის აგრო ზონამ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 მიიღო მონაწილეობა

კომპანიამ „იმერეთის აგრო ზონა“ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 მიიღო მონაწილეობა.


გამოფენის სტუმრებს კომპანიის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარუდგინა. ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.

გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრები მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის არსებულ წევრებთან, ნიდერლანდურ კომპანიებთან და რამდენიმე გერმანულ, იტალიურ, დანიურ კომპანიასთან, რომლებმაც პროექტში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ სტენდზე, ჯამში, 14 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.


5 views0 comments

Commenti


bottom of page