top of page
Search

ვერტიკალური სასათბურე მეურნეობის 5 უპირატესობა

რა უპირატესობები აქვს ვერტიკალურ მეურნეობას ტრადიციულ სათბურთან შედარებით?


ურბანიზაციის სწრაფი ტემპისა და ნაყოფიერი მიწების მზარდი დეფიციტიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით, საკვების წარმოებისთვის ახალი მეთოდების დანერგვის საჭიროება დღითიდღე მატულობს. ვერტიკალური სასათბურე მეურნეობა, ერთ-ერთი ახალი მიდგომაა, რომელსაც მეცნიერები სამომავლოდ სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების გადამწყვეტ საშუალებად მოიაზრებენ.


ვერტიკალურ მეურნეობაში აგროსასურსათო პროდუქცია რამდენიმე სართულიან, ერთმანეთზე შვეულად განტავსებულ ზედაპირებზე იწარმოება და მისი მთავარი მიზანი შეზღუდულ ფართობზე მოსავლიანობის მაქსიმალური ზრდაა.


ამ მიდგომის 5 ძირითადი უპირატესობაა:

1) პირველადი პროდუქციის წარმოება შესაძლებელია მცირე ფართობზე, ურბანულ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საკვების დეფიციტის შემცირებას.

2) წარმოება შესაძლებლია მთელი წლის განმავლობაში.

3) წარმოება არ არის დამოკიდებული მზის ენერგიაზე - პროცესი მიმდინარეობს ხელოვნური განათების მეშვეობით.

4) მდგრადობა და ბუნებრივი რესურსების ნაკლები დანახარჯი - ტრადიციულ სათბურთან შედარებით, ვერტკალური მეურნეობის მართვას 95%-ით ნაკლები წყალი სჭირდება.

5) შესაძლებელია მეტი ბიოპროდუქციის წარმოება.



4 views0 comments

Comments


bottom of page