top of page
Search

ვაკანსია - სოციალური მედიის მენეჯერი

ა(ა)იპ “მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბაღდათში.


გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00-18:00

ლოკაცია: ბაღდათი, დისტანციური მუშაობა და მოთხოვნის საფუძველზე იმერეთის რეგიონში გადაადგილების აუცილებლობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებაზე დამოკიდებული


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

· სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და განვითარება ორგანიზაციის მარკეტინგული მიზნების შესაბამისად;

· სოციალური მედიის ტრენდების ამოცნობა და მიდევნება

· სოციალური მედიის კამპანიების შემუშავება და მართვა ციფრული არხების საშუალებით(Facebook, Linkedin);

· პრეზენტაციებსა, ანგარიშებში და მესიჯ ბოქსებში კორპორატიული სტილის დაცვა;

· კომპანიის ვებ გვერდის მართვა და განვითარება - www.htdc.edu.ge

· კამპანიის შესრულების ანალიზი, შეფასება და ანგარიში KPI-ის მიხედვით;

· სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება, იმპლემენტაცია და შეფასება - Facebook, LinkedIn, Google ads.

· თანამშრომლობა მარკეტინგისა და დიზაინის გუნდებთან;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და აუცილებელი უნარ-ჩვევები

· გამოცდილება სოციალური მედიის პლატფორმების მართვაში კომპანიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ან საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;

· ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა - წერილობითი და სასაუბრო;

· გამართულად წერისა და კომუნიკაციის უნარები;

· ციფრული რეკლამების ფორმატების ცოდნა( Facebook ads, Linkedin ads, Google ads);

· გუნდური მუშაობა;

· დინამიუორბა და ენთუზიაზმი.


პლუსად ჩაითვლება

· იმერეთის რეგიონში, კერძოდ სასათბურე მეურნეობების კლასტერის მახლობლად ცხოვრება

· სასურველია, კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს;

· ვიზუალური მედიის უნარები.


პროექტის ხედვა:

· რეგიონალური სასოფლო-სამეურნეო საკითხების განვითარება;

· იმერეთის აგრო ზონის (IAZ) სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განვითარება ( გთხოვთ დამატებით ინფორმაციას გაეცნოთ იმერეთის აგრო ზონის ვებ-გვერდზე: www.IAZ.ge და ჩვენს სოციალურ გვერდებზე: IAZ Linkedin, IAZ Facebook)

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) განვითარება ქალაქ ბაღდათში, იმერეთის რეგიონში, საქართველოში, რომელიც დააარსდა 2021 წელს ( IAZ GHCD პროექტის ფარგლებში), როგორც წევრობაზე დაფუძნებელი ა(ა)იპ. (გთხოვთმ დამატებით ინფორმაციას გაეცნოთ HTDC-ის ვებ გვერდზე: www.HTDC.edu.ge და სოციალურ გვერდებზე : HTDC Linkedin, HTDC Facebook.)


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე - giorgi.chkuaseli@iaz.ge


დამატაბითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 599 20 00 18


შენიშვნა: ყველა პირი თანაბრად განიხილება თანამდებობაზე, განურჩევლად მათი რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.




8 views0 comments

Commenti


bottom of page