top of page
Search

ვაკანსია - აღმასრულებელი დირექტორი

(ა)იპ „მებაღეობის და სასწავლო სადემონსტრაციო ცენტრი“ (HTDC) (ს/კ 425059900) ეძებს დინამიურ და გამოცდილ ლიდერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ორგანიზაციას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.




აღმასრულებელი დირექტორი მჭიდროდ ითანამშრომლებს აღმასრულებელ საბჭოსთან, იქნება ორგანიზაციის ცენტრალური და მთავარი დამაკავშირებელი ფიგურა აღმასრულებელ და აკადემიურ საბჭოს, HTDC-ის A, B და C კლასის წევრებსა და ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტს შორის. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტოპ მენეჯმენტში მუშაობის, გუნდის ეფექტური მართვისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

• სამუშაო გრაფიკი: სრული;

• სამუშაოს ლოკაცია: იმერეთის რეგიონი/თბილისი;

• ანაზღაურება: შეთანხმებით.

მოთხოვნები

• ტოპ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

• ინგლისურ და ქართულ ენებზე სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

• მაგისტრის (ან ექვივალენტის) ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან საჯარო პოლიტიკის მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად;

• მსგავსი ტიპის აღმასრულებელი მოვალეობების შესრულების გამოცდილება, გამოკვეთილი მიღწევებით;

• მაიკროსოფტ ოფისის პროგრამის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

• შედეგზე ორიენტირებული;

• ანალიტიკური, პრიორიტეტების განსაზღვრა, გადაწყვეტილების მიღება და სტრატეგიული დაგეგმვა;

• ფინანსური მენეჯმენტი/რესურსების განვითარება;

• ინტერპერსონალური და ჯგუფური კომუნიკაცია, ადვოკატირება;

• კოლაბორაცია, კოოპერაცია და თანამშრომლობა;

• ქოუჩინგის და ფასილიტაციის უნარები;

• ანტერპრენული უნარები;

• ინოვაცია და დარწმუნება.

ძირითადი ფუნქციები:

• აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული განვითარების გეგმის განხორციელება;

• აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით, ორგანიზაციის კორპორაციული პოლიტიკის მიხედვით სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;

• შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმაზე დაყრდნობით წლიური გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება;

• უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ღირებულებებისა და კულტურის განვითარება-დამკვიდრებასა და ორგანიზაციაში ეფექტური კომუნიკაციის დანერგვას;

• ფინანსური რესურსების მართვა, მათ შორის ბიუჯეტირება და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება ორგანიზაციის სახელით;

• ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის ორგანიზაციისთვის საჭირო კადრების დაქირავების გეგმის შემუშავება;

• სამუშაო პროცესების, პროცედურებისა და სისტემების შენარჩუნება-გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს კოორდინაციასა და თანამიმდევრულობას;

• ორგანიზაციული სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობა და შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებისთვის შესაბამისი ქმედებების ორგანიზება, შემდგომში აღმასრულებელ საბჭოზე დასამტკიცებლად;

• ორგანიზაციის შიდა და გარე განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა და მონიტორინგი, შემდგომში მისი განხორციელების მიზნით;

• პარტნიორებთან, წევრებთან და სხვა შეასბამის მხარეებთან კონტაქტის და თანამშრომლობის შენარჩუნება, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად;

• დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება;

• განვითარების სააგენტოების (DAs), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების (IFIs) და კერძო ინვესტორების დახმარებით დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება;

• ორგანიზაციის თანამშრომლების და დაქირავებული კონტრაქტორების მუშაობის მონიტორინგი, კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი;

• HTDC-ის აღმასრულებელ და აკადემიურ საბჭოსთან, A, B და C კლასის წევრებთან და თანამშრომლებთან კონტაქტის შენაჩუნება და კორპორაციული პოლიტიკის საკითხების კოორდინაცია და მხარდაჭერა;

• ორგანიზაციის პოზიციონირება სტრატეგიულად მნიშვნელოვან დონეზე;

• ეფექტური მმართველობის პოლიტიკის უზრუნველყოფა (შეხვედრების დროული და რეგულარული გამართვა, პროცედურების დაცვა);

• SDG-ებთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო გამოაგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე, და Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „HTDC-ის აღმასრულებელი დირექტორი“

ელ-ფოსტა: info@htdc.edu.ge


რეზიუმეების და პორტფოლიოების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 თებერვალი


გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@htdc.edu.ge











1,208 views0 comments

Comments


bottom of page