top of page
Search

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა



შეხვედრას შპს „იმერეთის აგრო ზონის“, ა(ა)იპ "მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის" და შპს „გეოფინტეკის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, გიორგი დადიანმა დამსწრე საზოგადოებას ცენტრის განვითარების 24-თვიანი გეგმა გააცნო.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ონლაინ პლატფორმის სამუშაო ვერსია, რომელიც „გეოფინტეკის" დირექტორმა, გიგი ღლონტმა წარადგინა.












5 views0 comments

Comments


bottom of page