top of page
Search

გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქ.ბაღდათში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის დირექტორმა, მარინე ეგუტიამ და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭკუასელმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, არსებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

მარინა ეგუტიამ დეტალურად ისაუბრა კვლევაზე, რომელსაც მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი იმერეთის რეგიონის ფერმერების საჭიროებების შესწავლის მიზნით ახორციელებს და ხაზი გაუსვა პროცესში გაეროს განვითარების პროგრამის ჩართულობის მნიშვნელობას.

გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის უფროსმა, გიორგი ნანობაშვილმა დადებითად შეაფასა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საქმიანობა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მზაობა გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საწარმოო ნაკვეთი დაათვალიერეს. საქართველოს მთავრობამ მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის მოწყობისთვის 4.2 ჰექტარი მიწის ფართობი გამოყო, სადაც მოეწყობა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე სადემონსტრაციო სათბურები პრაქტიკული სწავლებისთვის.


14 views0 comments

Comments


bottom of page