top of page
Search

ა(ა)იპ "მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი" დაფუძნდა!

შპს “იმერეთის აგრო ზონამ“ 2022 წლის 17 მარტს ა(ა)იპ „მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი“ დააფუძნა.

ცენტრი იმერეთის რეგიონის ქალაქ ბაღდათში იფუნქციონირებს და აგრონომებს, ეკონომისტებს და სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებს თანამედროვე სათბურების ფუნქციონირებისთვის საჭირო ცოდნას მიაწოდებს. პრაქტიკული მეცადინეობებისთვის დაგეგმილია მაღალი, საშუალო და დაბალი ტექნოლოგიის სადემონსტრაციო სათბურების აშენება.

ცენტრი მოემსახურება როგორც „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე კლასტერის წევრებს, ასევე ფერმერებს მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.


7 views0 comments

Comentários


bottom of page